შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას -კარლ ჰერცელი

საქართველო, თბილისი - 14:11 | 15.11.2019
ნანახია: 660

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შეფოთებას გამოხატავს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას და აცხადებს, რომ მომხმდარმა ქვეყანა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დააყენა.

"შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა, ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას. მომხდარმა, პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა.

კანონპროექტის ჩავარდნამ სწორედ ეს დაგვანახა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარეებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.

გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან, გაგრძელდება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან", - აღნიშნა ჰარცელმა.

მანამდე ევროკავშირის ელჩი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე