ავიაკომპანია Qantas-ის თვითმფრინავმა სიდნეიდან ლონდონამდე უწყვეტი ფრენა შეასრულა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 15.11.2019
ნანახია: 758

ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ის თვითმფრინავმა უწყვეტი, ექსპერიმნეტალური რეისი შეასრულა სიდნეიდან ლონდონამდე. იუწყება ტელეარხი CNN. ამით ავიაკომპანიამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდია. ფრენა 19 საათს გაგრძელდა. საჰაერო ხომალდმა 17.8 ათასი კმ დაფარა.

ფრენას 100 ათასი კგ რეაქტიული საწვავი დასჭირდა.

Boeing 787-9 Dreamliner-ის ბორტზე 50 ადამიანი იმყოფებოდა.

Qantas-ის ავიახაზების თვითმფრინავმა პირველი უწყვეტი ფრენა 2018 წლის მარტში შეასრულა. თვითმფრინავი ავსტრალიის ქალაქ პერსიდან გაფრინდა და 17-საათიანი ფრენის შემდეგ ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაეშვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე