"ქართული ოცნების" ოფისში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 15.11.2019
ნანახია: 708

"ქართული ოცნების" ოფისში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. კონკრეტულად, ვისთან მართავს ევროკავშირის ელჩი კონსულტაციებს, ჯერჯერობით უცნობია.

"ქართული ოცნების" ოფისში მივიდა ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე