უმრავლესობის რიგები "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ​ ფრაქციამაც დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 15.11.2019
ნანახია: 748

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის რიგები 6 დეპუტატისგან შემდგარმა "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ​ ფრაქციამაც დატოვა.

აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე.

გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა. "კონსერვატორებთან" ერთად მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე