ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის "შინდისი"

საქართველო, თბილისი - 10:53 | 15.11.2019
ნანახია: 1357

ოსკარისა და ოქროს გლობუსის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის "შინდისი".

კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

"შინდისი" გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის.

ამჟამად "შინდისი", როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე