კახეთში, ალპურ ზონაში ხანძარია

საქართველო, თბილისი - 16:31 | 13.11.2019
ნანახია: 782

კახეთში, სოფლებთან - ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. იტყობინება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან.

ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე