გოლფში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს

საქართველო, თბილისი - 15:43 | 13.11.2019
ნანახია: 1223

12 ნოემბერს, საქართველოს გოლფის ფედერაციამ და ‘Wine Land Golf Tours’-მა სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გამართეს პრეზენტაცია 2020 წლის პროგრამასთან დაკავშირებით. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშა ძაძამიამ შეაჯამა 2019 წელი და მიმოიხილა ის ტურნირები, რომლებიც საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით ‘Tbilisi Hills Golf Club’-ში ჩატარდა. საუბარი შეეხო ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა.
2020 წლის პროგრამა ‘Wine Land Golf Tours’-ის დამფუძნებელმა ზურაბ ბოქოლიშვილმა წარადგინა. პროგრამის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში გაიმართება გოლფის 7 სამოყვარულო ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გოლფის ფედერაციამ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი უმასპინძლოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B დივიზიონს. უფლების მოპოვების შემთხვევაში, ევროპირველობა ‘Tbilisi Hills Golf Club’-ში ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე