Financial Times-ის მთავარი რედაქტორი, პირველად ისტორიაში, ქალი გახდა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 12.11.2019
ნანახია: 768

ბრიტანული გაზეთის Financial Times-ის მთავარი რედაქტორი, პირველად, მისი არსებობის განმავლობაში ქალი გახდა.

გამოცემის ცნობით, გაზეთის მთავარი რედაქტორი - ლაიონელ ბარბერი 2020 წლის იანვრიდან, 14-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ბარბერმა Financial Times-ში სხვადასხვა თანამდებობაზე 34 წელი იმუშავა. თავის წერილში მან აღნიშნა, რომ Financial Times-ში მისი მუშაობა „იშვიათი პრივილეგია და სიამოვნება იყო“.

პოსტის დატოვების მიზეზებზე ბარბერს არ უსაუბრია.

მალევე ცნობილი გახდა, რომ მთავარი რედაქტორის თანამდებობას რულა ჰალაფი დაიკავებს. ის გამოცემაში 24 წელია მუშაობს, 2016 წლიდან კი ბარბერის მოადგილეა. ჰალაფი გამოცემაში ახლო აღმოსავლეთის თემატიკაზე მუშაობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე