საფრანგეთში მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 11.11.2019
ნანახია: 798

სამი ადამიანი დაშავდა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიწისძვრის შედეგად. იტყობინება დრომის დეპარტამენტის პრეფექტურა.

ცენტრალური სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ მონტელიმარის სიახლოვეს, ადგილობრრივი დროით 11.52 საათზე მოხდა. ფრანგული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 10 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და იგრძნობოდა სხვა ქალაქებშიც - ლიონში, მონპელიესა და ავინიონში.

პრეფექტურა დეპარტამენტის მოსახლეობას მოუწოდებს ჯერჯერობით გარეთ დარჩნენ და სახლებში შესვლისგან თავი შეიკავონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე