ე.წ. ,,ოცნების ქალაქის" მშენებლობა იწყება
საქართველო, თბილისი - 15:49 | 11.11.2019 ნანახია: 1093
დღეს, აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში, ე.წ. ,,მუყაოს ქალაქის" მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და მშენებლობა მალე დაიწყება.
რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ მოსახლეობის ინტერესების, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც, ე.წ. მუყაოს ქალაქში, აშენდებოდა საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს 1000 მდე ბავშვი და მათი ოჯახები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად მუყაოს ქალაქის მაცხოვრებლებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ.
„ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა რეგიონში. მუყაოს ქალაქში ჩვენს მოქალაქეებს და 1000 ბავშვს უწევთ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. ჩვენ მათ შევუქმნით ცხოვრების ღირსეულ პირობებს და მუყაოს ქალაქს გადავაქცევდით ახდენილი ოცნების ქალაქად.
რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა.
ცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და მალე გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 580 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
მშენებლობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 16 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. უკვე მომზადდა პროექტი, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. მუშავდება მონაცემთა ბაზები და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ბინა 580 ოჯახს გადაეცემა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















