დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ღამი, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 14:23 | 11.11.2019
ნანახია: 666

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში.

დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე