მივიწევ კამერებისკენ, თავში მხვდება პოლიციის ჯოხები, მივდივარ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და „შტეპცელიდან“ ვრთავ დენს - გურამ ფალავანდიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 08.11.2019
ნანახია: 1087

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრი გურამ ფალვანდიშვილი ვერის ბაღში იმყოფება. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკევთ“ ჩვენება არ შედგეს.

"მეყიდა ბილეთები წინა სეანსზე, მერე აღარ გამოვსულიყავი, ერთ-ერთი ვერსია ეს იყო, უბრალოდ სხვა სეანსი ყველაფერი გადადებულია. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ფილმის ჩვენება შედგეს. არც სხვა სეანსია, არც არაფერი, ოღონდ შედგეს, რაღაცნაირი საკრალური მნიშვნელობა მიანიჭა ამის გაშვებას და სავარაუდოდ, მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რომ მიუხედავად ეკლესიისა, ხალხის წინააღმდეგობისა, ეს ფილმი როგორც დავალება დემოკრატიის და სინამდვილეში სატანის, გაშვებულ იქნას," - ახცადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ აპირებს ფილმის ჩვენების ჩაშლას, გურამ ფალავანდიშვილი პასუხობს, რომ მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, მშვიდობიანი გზით მაინც მოახერხებს ფილმის ჩვენების ჩაშლას.

"მაგალითად მივიწევ კამერებისკენ, თავში მხვდება პოლიციის ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, მივდივარ და ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ, იმედია, რომ არც დაგვარტყამენ, ვაღებთ მშვიდად, ლამაზად კარს და შტეპცელიდან ვრთავთ დენს," - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმი გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს. ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის ამბობს, რომ ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც". საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე