დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს - ნინო ცაციაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:39 | 08.11.2019
ნანახია: 1056

შსს-ს წარმომადგენელი ნინო ცაციაშვილი - დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ განცხადებას გამოეხმაურა.

შსს-ის წარმომადგენლის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა სამინისტრომ უკვე დაიწყო.

"რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ცნობისთვის, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ "ამირანთა" პატრული გამოიძახა. მისი განცხადებით, კინოფილმის აფიშაზე "და ჩვენ ვიცეკვეთ", არ არის დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე