თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

საქართველო, თბილისი - 14:38 | 08.11.2019
ნანახია: 714

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირები შეიზღუდება მოძრაობა გარკვეულ ქუჩებზე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე