რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 08.11.2019
ნანახია: 229

"თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან" - რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა, რომელსაც ეს წარწერა აქვს დართული.
ხინკლისა და დიპლომის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.
"დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე", — განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რომან გოცირიძემ ჯერ თადუმაძის ჯგუფელებს და ლექტორებს, სთხოვა, რომ გამოჩენილიყვნენ და ის მათ ხინკალზე დაპატიჟებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე