თბილისში, მოსკოვის გამზირზე, ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 08.11.2019
ნანახია: 223

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა.

როგორც შსს-ში მედიას განუცხადეს, დაღუპულია მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი. მძიმეა ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე