ირანში მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 08.11.2019
ნანახია: 823

ირანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 120 ადამიანი. იუწყება ირანული მედია.

5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა გასულ ღამეს მოხდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანის თებრიზის პროვინციიდან 156 კმ-ში მდებარეობდა.

ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი იმყოფება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე