სასულიერო პირების ნაწილი მეუფე გრიგოლს აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 15:13 | 07.11.2019
ნანახია: 710

სასულიერო პირების ნაწილი მეუფე გრიგოლს აფრთხილებს, რომ ეკლესიიდან განყენებული, ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

"ამ უღირს ქმედებას გარკვეულწილად ღიად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა. მან განაცხადა, რომ ეს საკითხი, რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა უნდა იყოს განხილული და ასე ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილი. ეს არის გნებავთ ირიბი, გნებავთ პირდაპირი ჩარევა და მხარდაჭერა პეტრე ცაავას ყოვლად მიუღებელ, ზნედაცემულ, ამორალურ ქმედებაზე. მას მივცემ შენიშვნას და მკაცრად გავაფრთხილებ, რომ არ უნდა მიეცა უფლება თავისი თავისათვის, საეკლესიო სასამართლოს შესახებ ან სინოდალური განხილვისაკენ მოეწოდებინა," - აღნიშნა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მამა დავით ისაკაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე