მარგვეთის ყოფილი ეპისკოპოსის ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 07.11.2019
ნანახია: 853

მარგვეთის ყოფილი ეპისკოპოსის ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაიცვალა.

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. იერემია (იასონ) წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

იერემია (იასონ) წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ქრისტეფორე წამალაიძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო 1979 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 17 სექტემბრამდე. მას წმიდა სინოდის განჩინებით შეწყვეტილი აქვს მღვდელმოქმედება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე