ტრამპმა და ერდოღანმა 13 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა დაადასტურეს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 07.11.2019
ნანახია: 723

თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს, ვაშინგტონში 13 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა დაადასტურეს. იუწყება სააგენტო Anadolu.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააგენტოს განუცხადეს, რომ ერდოღანმა და ტრამპმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

ტრამპმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარი დადებითად შეაფასა და მიკრობლოგ „ტვიტერზე“ „ძალიან კარგი“ უწოდა.

„მოუთმენლმად ველოდები პრეზიდენტ ერდოღანს მომდევნო ითხშაბათს, 13 ნოემბერს, თეთრ სახლში“,- დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ერდოღანთან განიხლა თურქეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ გაქცეული მებრძოლების, მათ შორის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დისა და ცოლის დატყვევების საკითხი. ასევე ტრამპის თქმით, საუბარი შეეხო თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებულ სიტუაციას, ქურთების ბედსა და სხვა საკითხებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე