გამოვიდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც როლებს ირაკლი კვირიკაძე და ენტონი ჰოპკინსი ასრულებენ

საქართველო, თბილისი - 09:49 | 07.11.2019
ნანახია: 1713

გამოვიდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც როლებს ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე და ოსკარის მფლობელი ენტონი ჰოპკინსი ასრულებენ. ფილმის რეჟისორები ვალენტინა დე ამიჩისი და რიკარდო ფედერიკო სპინოტი არიან.

კინოსურათის სახელწოდებაა „ახლა ყველაფერია“ (Now is everything).

ირაკლი კვირკაძე ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ნიკოლას იარნას როლს ასრულებს.

კინოსურათში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

ფილმზე კიდევ ერთი ქართველი, მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს.

ირაკლი კვირიკაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Shooting Stars -ის ჯილდო გადაეცა.

ირაკლი კვირიკაძე Shooting Stars -ზე რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის შეირჩა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე