42 წლის მამაკაცს, მაკე კატის მოკვლისთვის, 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 15:31 | 06.11.2019
ნანახია: 1044

მალაიზიაში 42 წლის მამაკაცს მაკე კატის მოკვლისთვის 2 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და 10 ათასი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა მაკე კატა საშრობ მანქანაში შეაგდო, რის შედეგადაც შინაური ცხოველი მოკვდა.

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით დადგინდა, რომ ერთ-ერთ სამრეცხაოში იმყოფებოდა ორი მამაკაცი, ერთ-ერთმა კატა ხელში აიყვანა და საშრობ მანქანაში შეაგდო. სამრეცხაოს მენეჯერმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, ეჭვმიტანილები იმავე დღეს დააკავეს.

„განაჩენი გაკვეთილი უნდა გახდეს ბრალდებულისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის, რათა ცხოველებზე ძალადობა შეწყდეს“, - განაცხადა მოსამართლემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე