ლონდონში, ქართული ღვინის ბარი - Merton Café & Wine Bar გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 05.11.2019
ნანახია: 1028

4 ნოემბერს, ქართველი ბიზნესმენების ძალისხმევით, ქ. ლონდონში, გაიხსნა ქართული ღვინის ბარი - ,,Merton Café & Wine Bar”.

ღვინის ბარი - ,,Merton Café & Wine Bar”-ში წარმოდგენილი არის არაერთი მაღალი ხარისხის ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს სხვადასხვა ელემენტები.

ქართული ღვინის ბარი მდებარეობს ქ. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - უიმბლდონში, მისამართზე: 140 Merton High Street, SW19 IBA.

ქართული ღვინის ბარის გახსნას, დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი, ასევე საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

თამარ ბერუჩაშვილი მიესალმა ქართული ღვინის ბარის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს და თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს ბარი იქნება კიდევ ერთი ადგილი ლონდონში, რომელიც მნიშვნელოვან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ღვინოს, ქართული მეღვინეობის ისტორიასა და ზოგადად საქართველოს.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ხსენებული ღვინის ბარის გახსნა სიმბოლურად განასახიერებს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ბრიტანული ბაზრის ათვისებისკენ და სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა წარმატებები უსურვა ქართველ ბიზნესმენებს და საქართველოს საელჩოს სახელით მადლობა გადაუხადა მათ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე