მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 17:23 | 05.11.2019
ნანახია: 724

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

"მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა.

ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე