არ ვაპირებთ აშშ-სგან ნებართვის აღებას რუსული გამანადგურებლების შეძენაზე - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 05.11.2019
ნანახია: 680

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-სგან ნებართვის აღებას თუ კი გადაწყვეტს რუსული გამანადგურებლების შეძენას.

ერდოღანი სექტემბრის დასაწყისში რუსეთში ვლადიმირ პუტინთან ერთად ავიასალონს ეწვია. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაინტერესებული იყო რუსული გამანადგურებლების სუ-35-ისა და სუ-57-ის შეძენით.

 „როდესაც ჩვენ ვყიდულობდით რუსულ ანტისარაკეტო სისტემებს С-400-ს, ვინმეს დავეკითხეთ? არ დავეკითხეთ და ვიყიდეთ. ამიტომ თუ ჩვენ გადავწყვეტთ შეძენას, ვიყიდით კიდეც“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ თურქეთმა არაერთხელ სთხოვა აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ის მიყიდვა, მაგრამ უარი მიიღო. „ხელისუფლება ეყრდნობოდა კონგრესს, რადგან  ის ყოველთვის უარყოფითად პასუხობდა, ჩვენთვის მისი მიყიდვა ვერ შეძლეს. თუ შენ ვერ მომყიდი იმას, რაც მჭირდება, შემდეგ კი მოითხოვ, რომ შენგან ნებართვა ავიღო - ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა. ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, რომელიც ამას დაუშვებს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „თურქეთი, ისევე როგორც С-400-ის შეძენის შემთხვევაში, გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, თუ კი არ გადაიჭრება მისთვის ამერიკული F-35-ი ტიპის გამანადგურებლების მიწოდების საკითხი“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე