ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში სამი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:29 | 05.11.2019
ნანახია: 959

ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ოდნავ მოგვიანებით გარდაიცვალა.

სამედიცინო დაწესებულების განცხადებით, გადარჩენილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე