საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს - გერმანიის საელჩო

საქართველო, თბილისი - 13:16 | 05.11.2019
ნანახია: 1089

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ეხმიანება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას და განცხადებას ავრცელებს.

გერმანიის საელჩოს თქმით, საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრედწოდებული "ბორდერიზაციის" ჰუმანიტარული შედეგები.

კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს", - ნათქვამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე