Warner Bros.-მა „ჯოკერი“ 16 „ოსკარზე“ წარადგინა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 04.11.2019
ნანახია: 1173

სტუდია Warner Bros.-მა ტოდი ფილიპსის ფილმი „ჯოკერი“ ამერიკის კინოაკადემიის 16 პრემიაზე წარადგინა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ფილმი ნომინირებულია კატეგორიებში „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“. სურათი ასევე წარდგენილი იქნება ყველა ტექნიკურ ნომინაციაში, კერძოდ, „საუკეთესო სპეცეფექტები“ და „საუკეთესო მონტაჟი“.

მსახიობი ჰოაკინ ფენიქსი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა, ნომინირებულია მამაკაცის საუკეთესო როლზე, რობერტ დე ნირო - მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვან როლზე, მსახიობი ზაზი ბიტცი კი ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვან როლზეა წარდგენილი. ფილმის რეჟისორი ასევე იბრძოლებს ჯილდოსთვის, თავის კატეგორიაში.

კატეგორიათა ზუსტი რაოდენობა, 2020 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი, ამერიკის კინოაკადემიის წევრების მიერ ნომინანტების სიის შედგენის შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე