ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 04.11.2019
ნანახია: 779

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაზიანებული მანქანიდან იღვრება საწვავი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე