სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველოში ხატები დააზიანეს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 04.11.2019
ნანახია: 684

ახალციხეში, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო მიმოფანტული.

სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს. კურთხევიდან მალევე, ხულგუმოს მაცხოვრებლებმა ნახეს დარბეული სამლოცველო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე