სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება

საქართველო, თბილისი - 15:54 | 25.12.2015
ნანახია: 2103

გავრცელებული ინფორმაციით საგარეო საქმეთა მინისტრად სალომე ზურაბიშვილი ინიშნება. ამის შესახებ, პოლიტიკურ წრეებში უკვე აქტიურად საუბრობენ. კულუარული ინფორმაციით, კვირიკაშვილსა და ზურაბიშვილს შორის უკვენ შედგა საუბარი, თუმცა მედიისთვის ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ამჟამად პარიზში იმყოფება და ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

„პრაიმნიუსჯორჯიას“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში 4 იანვარს ჩამოდის და ყველა კითხვაზე მაშინ გასცემს პასუხს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე