სირიიდან გასული აშშ-ის ჯარები საქართველოში განთავსდეს - ლუკ კოფის ინიციატივა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 25.10.2019
ნანახია: 1941

"ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი გამოდის ინიციატივით, რომ შეერთებული შტატების ჯარები საქართველოში, კერძოდ კი ახალქალაქში განთავსდეს. ამის შესახებ მან მიკრობლოგ "ტვიტერზე“ დაწერა.

"შემოთავაზება: შეერთებული შტატების ჯარი, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნოს საქართველოში და გახდეს "ჰორიზონტს მიღმა" განთავსებული ძალა, რათა ISIS-ის რეაბილიტაციის შემთხვევაში მოხდეს სწრაფი რეაგირება.

აშშ-ს შეუძლია ახალქალაქის ძველი რუსული ბაზის გამოყენება, რომელიც სულ რაღაც 460 მილით (740 კმ)არის დაშორებული რაქიდან.

ახლა საქართველო უფრო მეტად არის საიმედო ვიდრე ერაყი", - წერს ლუკ კოფი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე