Netflix-მა სერიალ "გვირგვინის" მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 16:27 | 22.10.2019
ნანახია: 1037

Netflix-მა სატელევიზიო შოუ "გვირგვინი/The Crown"-ის მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა.

სატელევიზიო შოუს მესამე სეზონში დედოფალ ელისაბედის როლს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ოლივია კოლმანი შეასრულებს. შეგახსენებთ, სერიალის პირველ და მეორე სეზონში დედოფლის როლს კლერ ფოი ასრულებდა.

სერიალის შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, მესამე და მეოთხე სეზონი 60-70-იანი წლების ბრიტანეთს დაეთმობა.

მესამე სეზონის პრემიერა 17 ნოემბერს გაიმართება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე