ავღანეთში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 18.10.2019
ნანახია: 712

ავღანეთში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, დაჭრილია ათობით ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანგარჰარის პროვინციაში, ჰასკა მინის რაიონში მდებარე მეჩეთს რამდენიმე  რაკეტა პარასკევის ლოცვის დროს მოხვდა. შედეგად ჩამოინგრა მეჩეთის სახურავი.  

მომხდარზე პასუხიმგებლობა რეგიონში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას ამ დრომდე არ აუღია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე