ლედი გაგა სცენიდან თაყვანისმცემელთან ერთად გადავარდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 14:06 | 18.10.2019
ნანახია: 1794

ლას ვეგასის საკონცერტო დარბაზის სცენიდან ლედი გაგა იმ დროს გადავარდა, როდესაც თაყვანისმცემელთან იყო ჩახუტებული.

ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის შესრულებისას, პოპვარსკვლავმა სცენაზე თაყვანისმცემელი მამაკაცი მიიწვია, რომელსაც ჩაეხუტა.

მამაკაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და სცენიდან მაყურებლებში გადავარდა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ვარდნა ისეთი ექტრემალური იყო, ყველა ფიქრობდა, რომ ორივე გარდაიცვალა.

თუმცა ლედი გაგამ მალევე მოახერხა სცენას დაბრუნდებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე