ირაკლი კობახიძეს ჩემი ხელით ჩამოვკიდებ ოქტომბრელის გულსაბნევს, 2020 წლის ოქტომბერში - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 13:40 | 18.10.2019
ნანახია: 918

მე გამოვაცხადე ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში ემსახურება კონკრეტული, ჩემთვის მტკივნეული საკითხების გარშემო მოსახლეობის მხარდაჭერას , - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

„მე გამოვაცხადე ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში ემსახურება კონკრეტული, ჩემთვის მტკივნეული საკითხების გარშემო მოსახლეობის მხარდაჭერას. დღეს ერთ-ერთი მოისმინეთ, დავით გარეჯის საკითხიც დავაყენე, საასამართლოს საკითხიც. საბოლოო ჯამში მიიღებს თუ არა პოლიტიკურ ფორმას, მოგვიანებით მოგახსენებთ, ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წახნაგები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, რომელიც მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მას ოქტომბრელის გულსაბნევს 2020 წლის ოქტომბერში ჩამოკიდებს.

„ირაკლი კობახიძეს და მის ოქტომბრელ მეგობრებს  დავპირდი, ჩემი ხელით ჩამოვკიდებ ოქტომბრელების გულსაბნევს, როდესაც ისინი წავლენ პარლამენტიდან 2020 წლის ოქტომბერში, ეს არის ჩემი გზავნილი ირაკლი კობახიძეს“. - აღნიშნა დოლიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე