„დიდოსტატის მარჯვენა“ - ასეთი ნაწარმოები არ არსებობს - შალვა თადუმაძე

საქართველო, თბილისი - 12:29 | 18.10.2019
ნანახია: 996

„შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ - ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე.

მისი თქმით, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

„შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ - ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს, შეგიძლიათ დღეს მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებებს”, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ფარგლებში დეპუტატმა რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, თუ ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, რაზეც მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უპასუხა „არ ვიცი“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე