ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის მუშა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 09:42 | 18.10.2019
ნანახია: 767

 

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარის, პაატა სამხარაძის ინფორმაციით კი, მუშა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყვა, რაც დაღუპვის მიზეზი გახდა.

 „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ  "წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა".

"ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს“, - აცხადებს კომპანია. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე