თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან

საქართველო, თბილისი - 15:40 | 17.10.2019
ნანახია: 644

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან. კომპანია, აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 30-დან 40 ლარამდე იქნება. აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცი კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე, გარდა ამისა ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთვევაში, თუკი მზგავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება. Bene Exclusive-მა გადაამზადა მძღოლები, რომლებიც მგზავრების გადაყვანას უსაფრთხოდ და კომოფრტულ გარემოში უზრუნველყოფენ. წლის ბოლომდე განახლდება ასევე კომპანიის ავტოპარკი.

Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც Bene Group -ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს. Bene Group-ს საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები უკრაინასა და ბელორუსიაში აქვს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპნია TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Toyota Taxi 2012 წლიდან დღემდე ახორციელებდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე