ქუთაისში, სამი მოსწავლე სკოლის მეორე სართულიდან გადახტა - ერთმა მათგანმა ფეხი დაიზიანა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 16.10.2019
ნანახია: 761

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადახტა.

თვითმხილველების თქმით, სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადახტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

ერთმა მოზარდმა ფეხი დაიზიანა. ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე