ეს უნდა იყოს ბოლო შანსი - მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 16.10.2019
ნანახია: 785

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ამ თემაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

მაია ცქიტიშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის ეს იქნება „ბოლო შანსი".

"დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი იმიტომ რომ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ, ვავადებთ. უკვე 2 წლით გადავავადეთ ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. უსასრულოდ ვერ მოავხდენთ ვადების გადაწევას",- განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე