იქ სადაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი არსებობს, მივიღოთ, იქ სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და ერთად ვილაპარაკოთ - გახარია სამშენებლო სექტორს
საქართველო, თბილისი - 16:23 | 11.10.2019 ნანახია: 444
მშენებლობა არის ის დარგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი, იყო და არის დარგი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"მესმის, რომ 2017 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2018. 2018 წელს იყო გარკვეული პრობლემები, როგორც რეგულირების, ასევე ადმინისტრირების ნაწილში. 2019 წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში საბანკო რეგულაციების ნაწილში, ისევე როგორც დარგში სხვა სახის რეგულაციების შემოღებით - ზოგან გამკაცრებით, გარკვეული სირთულეები და შეფერხებები შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მარტივად მივუდგეთ არსებული პრობლემების სწრაფ გადაჭრას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქ სადაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი არსებობს, მივიღოთ, იქ სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და თქვენთან ერთად ვილაპარაკოთ. ეს არის ჩვენი მიდგომა, ამისთვის იქნება გარკვეული ფორმატი. არ იქნება პრობლემა არც წვდომაში, არც საუბარში, მაშინაც როდესაც კონკრეტულ პრობლემაზე ან ამოცანებზე იქნება საუბარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, ღიად ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ.
პოლიტიკა
- შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ - თაკო ჩარკვიანი ლევან იოსელიანს
- "ფორმულას" ინფორმაციით, ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, კობახიძე კი გახარიას კალაძით ცვლის
- ივანიშვილი გარდაისახა და ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია - რომან გოცირიძე
- ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ირაკლი კობახიძეა - ლაშა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნებაზე“
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა