მივესალმები, რომ დავით გარეჯის საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:34 | 10.10.2019
ნანახია: 860

მივესალმები, რომ დავით გარეჯის საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს ეკისრებათ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, მრავალი წლის მანძილზე, ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის პრობლემა უგულებელყოფილი იყო.

„თუ მთავრობას პრეტენზიები ვინმესთან აქვს, შეუძლია, საკუთარ პოლიტიკურ რიგებში მოიკითხოს, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი. მივესალმები, რომ საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის. პრობლემის შექმნაზე კი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს ეკისრებათ”, – დასძინა სამადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში მან აზერბაიჯანში დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე