აშშ-ს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად მწვანე შუქი არ აუნთია - მაიკ პომპეო

საქართველო, თბილისი - 11:22 | 10.10.2019
ნანახია: 809

აშშ-ს თურქეთისთვის სირიაში სამხდრო ოპერაციის ჩასატარებლად მწვანე შუქი არ აუნთია. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ PBS NewsHour-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, ეს სიცრუეა“, -აღნიშნა პომპეომ.

ამასთან, სახელმწიფო მდვანმა არ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ აიღებს თუ არა აშშ პასუხისმგებლობას თურქეთის იერიშების შედეგებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ აღორძინდება.

 „ჩვენ ვიმუშავებთ ისე, რომ, ისლამურ სახელმწიფოს“ არ ჰქონდეს ხალიფატი, რომელიც გადაჭიმული იყო სირიისა და ერაყის ფართო ზოლზე“, - განაცხადა მან.
პომპეოს თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე ერაყიდან მომდინარეობს.“არსებობს კიდევ სხვა ათეული ქვეყანა, სადაც რადიკალური ისლამური ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს. შეერთებული შტატები უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენს ძალებსა და რესურსებს ისე მივმართვთ, რომ აშშ-სთვის ეს საფრთხე შემცირდეს“, - აღნიშნა პომპეომ.

9 ქოტომბერს თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. როგორც თურქეთის ხელისუფლება აცხადებს,  მის მიზანს წარმოადგენს ქურთთა რაზმებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე