ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:41 | 10.10.2019
ნანახია: 800

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 პირი დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე