სტუ-ის მეცნიერებს EURAXESS-ში გაწევრიანებით მიღებული პერსპექტივები მიხეილ ბატიაშვილმა და ზვიად გაბისონიამ გააცნეს
საქართველო, თბილისი - 13:13 | 09.10.2019 ნანახია: 953
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრირებასთან დაკავშირებით, გაიმართა პრეზენტაცია, თემაზე - "საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის".
ღონისძიებას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში შედგა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და მკვლევრებს ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების უნიკალური პანევროპული ინიციატივის - EURAXESS-ის შესახებ ესაუბრნენ, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების დეტალები გააცნეს და იმ რეალურ პერსპექტივაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ქართულ სამეცნიერო წრეებს ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით გაუჩნდება.
"სექტემბრის ბოლოს, ბრიუსელში, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებით, საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის Euraxess-ის წევრი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული სამეცნიერო წრეებისა და თითოეული ჩვენი მკვლევრისთვის რეალურად ხელმისაწვდომია ის რესურსები, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერები სარგებლობენ. ქართველი მეცნიერებისთვის ისევე ხელმისაწვდომი იქნება მსხვილი ევროპული ფონდები და სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ქვეყნების ნებისმიერი მეცნიერისთვის. ჩვენს ახალაგაზრდა მკველევრებს რეალური შესაძლებლობა უჩნდებათ, განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო პროექტები", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ საქართველოში EURAXESS-ის ოფიციალური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ ისაუბრა. წარმომადგენლობა ქართველ მეცნიერებს ყველა იმ ტექნიკური დეტალს გააცნობს, რაც EURAXESS-ის სერვისებით სარგებლობისთვისაა აუცილებელი. როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, საქართველოს სახელით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.
"EURAXESS-საქართველო ერთი კვირის წინ დაფუძნდა და უკვე ინტენსიური შეხვედრები გვაქვს უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეებთან. იმისთვის, რომ ქართველ მეცნიერებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ EURAXESS-თან, აუცილებელია იცოდნენ ყველა ტექნიკური დეტალი. სწორედ ამგვარად შეძლებენ ჩვენი მეცნიერები, ისარგებლონ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი უზარმაზარი ბიუჯეტით, რომელიც, დაახლოებით, ას მილიარდს შეადგენს. ხოლო EURAXESS-ის პლატფორმაზე დღეს მიმდინარე კონკურსების ბიუჯეტი ორ მილიარდ ევრომდეა. დღეიდან უკვე შესაძლებელია პასიურ რეჟიმში დარეგისტრირება, იანვრიდან კი ახალი ვებგვერდი ამოქმედდება. ეს კი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, კონკურსებში მონაწილეობა ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე მიიღონ. რასაკვირველია, აფხაზ მეცნიერებს კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სახელით შეეძლებათ", - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის თქმით, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციაში გაწევრიანება ქართველ მეცნიერებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
"ეს უდიდესი პანევროპული სამეცნიერო ინიციატივაა, რომელსაც ორგანიზაცია EURAXESS-ი ეფუძნება და თავისთავად, მასში საქართველოს გაწევრიანება უდიდეს გასაქანს მისცემს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს, როგორც სამეცნიერო ინფორმაციის მიღებისა და სხვადასხვა ფონდთან თანამშრომლობის, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების მხვრივ. EURAXESS-ში გაწევრიანებით, ჩვენს ნებისმიერ მკვლევარს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა, გააღრმავოს სამეცნიერო კოლაბორაცია და განივითაროს კარიერა თავისი კვლევითი სფეროსა და სამეცნიერო ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი საქართველო, ოფიციალურად, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.
პოლიტიკა
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
- პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
სამართალი
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
- ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან გაემგზავრნენ - შსს-მ 2 პირი დააკავა
- მარნეულში მკვლელობა მოხდა
- მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე
მსოფლიო
- „დრუჟბას“ ნავთობსადენი უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს - მარტა კოსი
- მოვითხოვთ, ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება - ირანის საგარეო უწყება
- აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩადის - BBC
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















