თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვიდა
საქართველო, თბილისი - 13:10 | 09.10.2019 ნანახია: 724თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები ევროპის მოედანზე წარადგინა.
"შევიძინეთ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. 60 ერთეული უკვე თბილისშია და ისინი, ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს თურქეთიდან: "ანადოლუ ჯგუფის" კორპორაციის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს, ასევე "ISUZU" ჰოლდინგის დირექტორს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის, რომ ასე დროულად შეძლეს ავტობუსების წარმოება და მოწოდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ წლის ბოლომდე ყველა ჩვენ მიერ შესყიდული ავტობუსი იქნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისელებს. ასევე, მინდა მივესალმო თურქეთის ელჩს და მადლობა გადავუხადო, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
"ყველაზე მთავარი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს თბილისს ემსახურება, არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას და ამავე დროს, ამ ავტობუსებით გადაადგილება დისკომფორტია.
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსების პარკი, ასეთი, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და გვინდა, რომ მთლიანდ განვაახლოთ მეტროსადგურები, შევიძინოთ ახალი შემადგენლობები და იმ ძველი შემადგენლობების რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რომელიც ამას ექვემდებარება.
გარდა ამისა, დავიწყეთ ძალიან მნიშნელოვანი რეფორმის განხორციელება ტაქსების და პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული და მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით: გზებით, ავტობუსის ზოლებით, თვითონ ავტობუსებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენ ამას შევძლებთ.
რატომ ვამბობ მე ამას ასე ხმამაღლა და თავაწეული?! - იმიტომ, რომ ზურგს უკან მიდგას გუნდი ადამიანების, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩემთან ერთად და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ შრომისა და თავდადებისთვის. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის. რომ არა მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის წამოწყება და განხორციელება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი, მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, სტუმრები: "ჯი-თი გრუპ"-ისა და ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის პრეზიდენტი ტუნჩაი ოზილჰანი, გენერალური დირექტორი ჰურშით ზორლუ და Anadolu ISUZU-ს გენერალური დირექტორი თუგრულ არიკანი ესწრებოდნენ.
220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.
ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.
ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება: 12 ძველი "ბოგდანი", პირველად, წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტზე ჩანაცვლდება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფელი გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა