თბილისში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 09.10.2019
ნანახია: 909

თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანში შესულმა მამაკაცმა თავისი ნათლული მოკლა. იუწყება პირველი არხი.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

მკვლელობის ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე