მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 09.10.2019
ნანახია: 598

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის კამათის შემდეგ ის პარლამენტში მაინც შეუშვეს. 

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სწორედ იმ სხდომაზე უნდოდა დასწრება, სადაც მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე იმყოფებოდა, რათა მისთვის თვალებში ჩაეხედა და კითხვები დაესვა.

მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს, თუმცა განუმარტეს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას თადუმაძისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნებოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახშია და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას იქიდან ადევნებს თვალს.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ფრაქციის ოთახიდან დაელოდება მისი კითხვის დასმას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა დასვამს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე