თურქეთმა სირიის საზღვართან ჯავშანტექნიკა განათავსა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 09.10.2019
ნანახია: 659

თურქეთმა სირიის საზღვართან ჯავშანტექნიკა განათავსა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ტანკები და ჯავშანტრასპორტიორები. ასევე სამხედრო კოლონა, რომელიც 130 ავტომობილისგან შედგება.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის დამოუკიდებლად ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია თავის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც თურქეთი და აშშ თავდაპირველად უსაფრთხოების ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ერდოღანს მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თავისი დაპირება არ შეასრულა.

დამოუკიდებელი სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ თურქეთის ლიდერმა 1 ოქტომბერს განაცხადა. ხუთი დღის შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, რომლის შედეგების მიხედვით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთით. ამ რეგიონში განლაგებულია ქურთთა ძალები, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან, თურქეთი კი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.

ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუ ის „დაშვებულ ზღვარს გადავიდოდა“.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე